იზოლატორთან ნატა ფერაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

Published:

 “სოლიდარობა ნატას” –  ამ სახელწოდებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ნატა ფერაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ნატა ფერაძის 5 დღიანი საპატიმრო სასჯელი ნიშნავს, რომ ხელისუფლება დაიჭერს ყველას, ვინც საქართველოში საბჭოეთს  გააპროტესტებს.

“დღევანდელი აქციის მიზანია სოლიდარობის გამოცხადება ნატა ფერაძისთვის, რომელიც დაჭერილია ე.წ “სტალინის ხატის” შეურაცხყოფისთვის. ამის გამო, ადამიანის დაჭერა ნიშნავს რუსეთიზაციას, საბჭოეთიზაციას, რომელსაც არც ნატა ფერაძე და არც საზოგადოება არ შეეგუება არასდროს და ეს 5 დღიანი ციხის სასჯელი ნიშნავს, რომ ხელისუფლება გვეუბნება, რომ დაგიჭერთ ყველას, ვინც გააპროტესტებთ საბჭოეთს საქართველოში” – ამბობს აქციის ერთი-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში გუშინ, 2 თებერვალს, დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

საქმე ეხება იმ ხატისთვის საღებავის შესხმას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. ფაქტის ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მუქარისშემცველი შეტყობინებები მიიღო, რამდენიმე დღეში კი ფერაძის სახლთან პრორუსული რადიკალური დაჯგუფების წევრები მიიჭრნენ და მისი დასჯა მოითხოვეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img