თსუ-ში ახალი სამეცნიერო, სასწავლო და სპორტული სივრცე შექმნება

Published:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტისთვის და პროფესიული განათლების ცენტრისთვის სასწავლო დანიშნულების სივრცის შესაქმნელად მეათე (მაღლივი) კორპუსის მიმდებარედ ახალი კორპუსის აშენება იგეგმება. – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ რექტორის მოადგილის კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის შეიქმნება კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი პირობები; ასევე, ახალი პროფესიული პროგრამების დასამატებლად აღნიშნულ შენობაში სასწავლო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაიმართება.

„ასევე, თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, აღნიშნულ შენობაში მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, რომელიც თსუ-ს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალებას მისცემს იზრუნონ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში და ისარგებლონ კომპლექსის მომსახურების შეღავათიანი ტარიფებით; განახლდება უკვე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, აშენდება დამატებითი სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, მათ შორის, გაიხსნება 25-მეტრიანი საცურაო აუზი.

შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონკურსი, რომელშიც კომპანია „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img