ქოლ-ცენტრების საქმეზე ყოფილი სამართალდამცავი დააკავეს

Published:

ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. ინფორმაცია მჭედლიშვილის ადვოკატმა დაადასტურა.

მჭედლიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის  ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.

შეგახსენებთ,  ორი დღის წინ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო – საპროცესო მოქმედებები სწორედ  ტრანსნაციონალურ დანაშაულს,  ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მჭედლიშვილი კომპანიებს მართავდა, თუმცა მისი სახელი არსად ფიგურირებს და კომპანიები ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული.პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img