გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

Published:

გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. აღნიშნული შეჯიბრება გუდაურში პირველად ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირის მეორე დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი ქალთა შორის ბრიტანელმა შარლოტ ბენქსმა მოიგო, კაცებში კი პირველობა კვლავ არავის დაუთმო კანადელმა ელიოტ გრონდინიმ.

საქართველოში 2024 წლის ზამთრის სეზონის მსოფლიო თასის ეტაპები 10-11 თებერვალს ბაკურიანში დასრულდება, რომლის ფინალური ეტაპების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img