მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” – საზოგადოებას თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან და ვერ ეტყვიან, ახალი “ბრენდის” ქვეშ სხვანაირად ვიმოქმედებთო

Published:

მათ უნდათ საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ისინი ნაციონალები არიან. მათი მცდელობა მიმართულია აქეთკენ და არა იმაში, რომ გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან – დავაშავეთ და ასეთი აღარ უნდა განმეორდესო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ნაციონალები ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ საზოგადოება არ იქნება შემწყნარებელი იმასთან დამოკიდებულებაში, რაც ხდებოდა საპატიმროებში და სხვა დაწესებულებებში. ამიტომ დაიწყეს პარტიისგან გამიჯვნ.

საზოგადოებას ვერცერთ შემთხვევაში თვალში ნაცარს ვერ შეაყრიან და ვერ ეტყვიან, რომ ეს ადამიანები ჩვენ ვიყავით, მაგრამ იმ „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვმოქმედებდით და ახლა, ახალი „ბრენდის“ ქვეშ სხვანაირად ვიმოქმედებთო – ამაში საზოგადოებას ვერ დაარწმუნებენ. საზოგადოებას კონკრეტული სახელებითა და გვარებით ახსოვს ყველა, ვინ რაზეა პასუხისმგებელი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამიჯვნას ცდილობს და არჩევნებში ბრძოლას ახალი პარტიითა და ძველი სახეებით გეგმავს. გაერთიანებაში ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და ნიკა მელიას ხედავს, დაწყებული აქვს კონსულტაციაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img