იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების მიერ შექმნილ პეტიციაზე ჰაკერული თავდასხმები გრძელდება.
გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საიტი, სადაც მორატორიუმის მოთხოვნასთან დაკავშირებით შექმნილი პეტიციაა განთავსებული ხშირად, მიზანმიმართულად ფერხდება.
თავდასხმები პეტიციის შექმნის დღიდან, ყოველდღიურად ხორცირლდება. ასოციაციის ინფორმაციით, მოქალაქეები მათ აღნიშნული პრობლემით მიმართავენ და ამბობენ, რომ საიტზე შესვლა და ხმის დაფიქსირება შეუძლებელია. იპოთეკითა და „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანებამ გამოსახლებებთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეიქმნა პეტიციაც, რომელიც ჰაკერული თავდასხმების გამო, ხშირად არ ფუნქციონირებს. პეტიცია Manifest.ge-ზეა განთავსებული.
იპოთეკითა და “მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების წარმომადგენლები სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ, რათა მოქალაქეებმა პეტიციაზე ხელის მოწერა უპრობლემოდ შეძლონ.