სტუდენტები და პროფესორები გამარჯვებას ზეიმობენ. უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა თსუ-ს პროფესორმა და ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტმა სახელწიფოსთვის მიყენებული ზარალი აანაზღაურეს. 3 ათას ლარიან გირაოს კი 50 დღის განმავლობაში დაფარავენ. ორიივესს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილისს დაზიანებას ედავებოდნენ.
გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას ამ წუთებში ილიასს უნივერსიტეტთან ელოდებიან. იქ ახლა აქციის მონაწილეეები იკრიბებიან და მსვლელობისთვის ემზადებიან. ხალხი გამოსახლებების წინააღმდეგ გამოდის და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მორატორიუმს სთხოვს.
აქცია ზუსტად 15:00 საათზე დაიწყება. ეს იყო ერთი კონკრეტული, ორ ადამიანთან დაკავშირებული მოთხოვნა. სისტემური მოთხოვნები ძალაში რჩება. ეს არის მორატორიუმი გამოსახლებებზე, ეს არის კანონმდებლობის რეფორმა. ამ მიმართულებით დღეს 15:00 საატზე გაიმართება მსვლელობა და ჩვენ შევუერთდებით ამ მსვლელობას, – ამბობს კონსიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.