შს მინისტრობის კანდიდატს საკომიტეტო მოსმენაზე ნარკოდანაშაულთან და ზედოზირებით გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მისი უწყება ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია.
“30-40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით, რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი გვქონდა. 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე…2022-ში იყო 202. ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს დაკავებულა საქართველოში…
მესმის, რომ სხვა ღონისძიებებია გასატარებელი. ჩვენზე ათჯერ მეტი ადამიანი იღუპება სხვადასხვა ქვეყნებში… ალბათ ერთობლივად სამუშოა, კომპლექსური და არამარტო შსს-სი…
ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ შემოდის, ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად” – თქვა გომელაურმა.