ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს ერთხელ ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა

Published:

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ – ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხს დაუპირისპირდა.

„9 პუნქტის შესრულებისთვის ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ინტერესებს, საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს. ის პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. გახსოვთ, მისი განცხადებები, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს საქართველო კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით“,- აღნიშნა კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img