სოზარ სუბარი პრეზიდენტზე – მას არ სტკივა ეს ქვეყანა

Published:

“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი არის ის პრეზიდენტი, რომელმაც საზოგადოებას თავი დაამახსოვრა კონსტიტუციის დარღვევით და გახდა ოპოზიციის ლიდერი.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი ანგარიში ანგარიშს არ ჰგავდა.

“არც ეროვნული თვითმყოფადობის, არც სახელმწიფო სუვერენიტეტის, არც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან, არ სტკივა და იმიტომ. ეს არ არის მისი ქვეყანა და მისი სამშობლო. უბრალოდ, შეუძლებელია, ადამიანს ჰქონდეს ორი სამშობლო და როდესაც ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე დგება, ის სამწუხაროდ, ირჩევს ერთ-ერთს და მან ეს არჩევანი გააკეთა. გააკეთა ეს არჩევანი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა რადიკალურ ოპოზიციას. მას არ სტკივა ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ, როგორც მან თქვა ერთხელ, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქართველი ხალხი, რომელსაც ის ვითომ წარმოადგენს,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img