ტელეკომპანია ,,მთავარი არხი” განცხადებას ავრცელებს.
,,2024 წლის 3 თებერვალს „მთავარ არხზე“, „ილო ბეროშვილის ღამის შოუში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული არასათანადო ხუმრობა გაჟღერდა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდით ბოდიშს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაცემა არის გარე პროექტი და მზადდება „სი-ქორფორეიშენის“ მიერ, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას „მთავარი არხის“ ეთერში გასულ გადაცემებზე.
აღნიშნული ხუმრობა უკვე წაშლილია ჩვენი არხის ვებ-გვერდიდან და სოციალური ქსელიდან.
ჩვენ სისტემატიურად ვახდენთ თანამშრომლების გადამზადებას, რათა სწორად და უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოხდეს მაყურებლისთვის მსგავსი თემების მიწოდება. ცნობიერების ამაღლების მიზნით „მთავარ არხზე“ კეთდება არაერთი გადაცემა და, შესაბამისად, მსგავსი შემთხვევა ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია”- ნათქვამია განცხადებაში.