იცით, რომ პრეზიდენტმა დიდი ხანია, იმედი გამიცრუა და ახალ იმედგამაცრუებელ გამოსვლას ველოდები, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტისგან მოსახლეობა სულ მცირე იმას მაინც ელოდებოდა, რომ შეწყალების ინსტრუმენტი იქნებოდა გამოყენებული, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მან ჯერ არასწორი კაცი შეიწყალა, ამის გამო დაკომპლექსდა, შეწყალების კომისია საერთოდ გააუქმა და მისი ადამიანური უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თქვა. მას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ასეთი უფლებამოსილება აქვს და ვალდებულია, გამოიყენოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში დღეს უნდა წარუდგინოს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტის მიხედვით. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.