იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ჩამოყალიბებული პიკია, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
„ჩამოყალიბებული პიკია. ყველაზე ხშირად, გრიპთან ერთად, არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც დადასტურებული შემთხვევების 24%-ია.
ასევე ფიქსირდება, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც, კორონავირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დაავადების მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, განსაკუთრებით – ორ წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში.
მოსალოდნელია სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა ისევ გაგრძელდეს და ალბათ, მარტის ბოლომდე, რასაც სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მიმართვიანობა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის როგორც ჯანდაცვის ცენტრებში, ისე კლინიკებში დარჩეს მაღალი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.