სახალხო დამცველი ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კონფლიქტის ზონაში ჩასვლისკენ მოუწოდებს.
ლევან იოსელიანის შეფასებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება და ეს პრობლემები მოსახლეობისგან პირადად უნდა მოისმინონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
“მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ჩამოვიდეს საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლები და ელაპარაკონ ხალხს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, რომ ადამიანების ცხოვრება ამ პირობებში გაუმჯობესდეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი, რომელიც მაგალითად შესაძლებელი არის თბილისში. მაგალითად ინტერნეტი, რომელიც ამ სოფელში არ არის და ერთ-ერთი საკითხი ეს არის, რომელიც დააყენეს რომ ინტერნეტის პრობლემა რამენაირად მოგვარდეს” – თქვა იოსელიანმა.