ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო – მინისტრის მოადგილე ნერგეეთზე

Published:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ნერგეეთი მეწყერსაშიშ ზონად იყო გამოცხადებული.

ილია ბეგიაშვილის თქმით, წლების განმავლობაში აქ მსგავსი არაფერი მომხდარა.

“ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცაღა ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდნენ ადამიანები და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვთ და ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა” – ამბობს ილია ბეგიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მედიაში საჯარო გახდა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ გარემოს ეროვნული საგაენტო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ რაიონში მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ აფრთხილებდა. 

პროგნოზირებული იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხეც. ჩამონათვალშია სოფელი ნერგეეთიც, სადაც სტიქიას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img