კახა კალაძე – მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, მათი ახლობლების გულისტკივილს

Published:

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სტიქიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. გრძელდება სამძებრო/სამაშველო სამუშაოები. აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ ბარამიძე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, მათი ახლობლების გულისტკივილს!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გამთენიისას, დაახლოებით ორ საათზე, მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი პირი, მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის 5 პირის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე 200-მდე მეხანძრე -მაშველია მობილიზებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img