კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

Published:

87 წლის ასაკში, ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა. კომპოზიტორს 10 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან გამოასვენებენ.

ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1961 წლიდან, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც; 1971 წლიდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img