სალომე ზურაბიშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

Published:

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გამთენიისას, დაახლოებით ორ საათზე, მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი პირი. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, 5 პირის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე 200-მდე მეხანძრე -მაშველია მობილიზებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img