სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში კიდევ ერთი – მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

Published:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. 

მეწყერიდან მეხუთე ცხედრის ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img