ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა – ნაპოვნია ოთხი ცხედარი, 5 ადამიანის კვლავ ეძებენ

Published:

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველები მეწყერში მოყოლილებს – მათ შორის, სავარაუდოდ, სამ არასრულწლოვანს, ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია სამი ცხედარი.

მაშველებმა მიწის მასიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდაპირველად, მეწყერში 10 ადამიანი მოყვა. მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

ადგილზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img