მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან შიდა ქართლში – განსაკუთრებული ზიანი ხაშურის მუნიციპალიტეტს მიადგა, სადაც უხვი ნალექის შედეგად მდინარე შოლა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
ადგილობრივების თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ ხაშურში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და შედეგად დაიტბორა ქალაქის 6 ქუჩა და 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომოურის, ყიფიანის, რუსთაველის, იმერეთის ქუჩებზე.
დატბორილია ეზოები პირველი სართულები. წყალი შევარდა ბაზრის ტერიტორიაზეც. ხაშურში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.