პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას დახურულ ფორმატში უსმენენ

Published:

პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენს. სხდომის წამყვანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძემ უმრავლესობას შესთავაზა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, სხდომა დაიხუროს, რის შემდეგაც კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის წევრებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად გავა.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვალს დაიწყო. გუშინ კი მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციამ“ და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთობლივი სხდომის ფორმატში მოუსმინეს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა  პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო -ჯუანშერ ბურჭულაძეს  პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ცვლის. მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს 2 თებერვალს წარედგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img