ქვეყნის სავალუტო რეზერვები იანვარში $155 მილიონზე მეტით შემცირდა. კლება აღინიშნა დეკემბერშიც. სებ-ის “თვის მიმოხილვით”, წმინდა უცხოურმა აქტივებმა დაახლოებით $112 მილიონით მოიკლო.
სებ-ის ინფორმაციით, 01.02.2024-ისთვის სარეზერვო აქტივები 4.853 მლრდ აშშ დოლარია და მათ შორის უცხოური ვალუტის რეზერვები $4.4 მილიარდი.
სარეზერვო აქტივების კლება წლის ჭრილშიც შემცირებულია. 01.02.2023-ისთვის $4.899 მილიარდს შეადგენდა.
რეზერვები მთავრობის სავალუტო ხარჯებმა, მათ შორის სესხის მომსახურებამ შეამცირა. ასევე, როგორც სებ-ის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, დეკემბერში ეროვნული ბანკის მიერ სარეზერვო მოთხოვნების დაწევამ სარეზერვო ანგარიშებზე არსებული ნაშთიც შეამცირა.