2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7 პროცენტით
მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2022-2023 წლებში საქართველოს რეზიდენტი
მოგზაურების გასვლებისა და საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული
ვიზიტების რაოდენობას.