გიორგი ამილახვარი – ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას

Published:

ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებენ ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

„ჩემთვის დიდი პატივია მის კაბინეტში მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. წარმატებები მინდა ვუსურვო მას ახალ ამპლუაში – მჯერა, ახალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს გუნდს“, – წერს გიორგი ამილახვარი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img