ნერგეეთის ტრაგედია – სპეციალისტების მოსაზრებები და ანალიზი

Published:

შოვსა და გურიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სტიქიამ ადამიანების სიცოცხლე ახლა სოფელ ნერგეეთშიც შეიწირა. 7 თებერვალს, გვიან ღამით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ძებნა-გადარჩენის ოპერაცია  სტიქიიდან მალევე დაიწყეს. სტიქიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შესაძლებელი იყო თუარა ტრაგედიის თავიდან აცილება? – კითხვა სპეციალისტებთან დავსვით.

 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მეწყრული პროცესების შეჩერება შეუძლებელია. თუმცა განმარტავს, რომ მეწყერსაშიში უბნების იდენტიფიკაცია და მონიტორინგი, თანამედროვე ტექნოლოგიებით  შესაძლებელია.

 „რეაგირების კომპონენტი რამდენიმეა, მეწყერს ვერ შეაჩერებთ, ვერც კლიმატურ ცვლილებებს და გლობალური დათბობის ფაქტორებს. ადამიანს ამ ყველაფრის შეჩერება არ შეუძლია, ამიტომ უნდა განერიდოს, თუ იცი რომ მეწყერსაშიშ ზონაში ხარ, საზოგადოებამ და უფრო სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის შესაბამისი რელოკაცია. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მონიტორინგი და დროული რეაგირება, რომ ზარალი მინინუმამდე დავიდეს. რეაგირების კომპონენტში გვაქვს პრობლემა. როდესაც  მეწყრულ ზონებში ასახლებ მოსახლეობას და არც ითვალისწინებ სპეციალისტების აზრს. ყველგან ყველაფერს აშენებ, ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული.“ “- აღნიშნა გოდოლაძემ.                                                

გარემოს ეროვნული სააგენტო ბიულეტენს ყოველწლიურად აქვეყნებს. თუმცა სპეციალისტების შეფასებით,  ბიულეტენში მოცემული მხოლოდ პირველადი ინფომაციაა.

გეოლოგი,  ლაშა სუხიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მეწყერსაშიშ ზონებში დეტალური კვლევები ჩატარდეს.

„2023 წლის გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენში  არის ზოგადი აღწერილობა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოკვეთილი უბნები, მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის ზონების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ეს არ არის ის დოკუმენტი, რის საფუძველზეც საბოლოოჯამში ხდება აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება. ეს მხოლოდ პირველადი მონაცემია, რის საფუძველზეც დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს.

ბიულეტენში  ათასობით მსგავსი კატეგორიის უბანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ათასობით დასახლებული პუნქტი გადასასახლებელია, უბრალოდ ეს ყველა უბანი დეტალურად არის გამოსაკვლევი, აუცილებელია რომ საქმე გადანაწილდეს. მხოლოდ თბილისიდან ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ამას, საჭიროა რეგიონული ინტიტუციები და კვლელითი ცენტრები იყოს ჩართული, როგორიც არის ქუთაისის უნივესიტეტი, ბათუმის, თელავის და ა.შ. იმდენი საქმეა, რომ ეს გადასანაწილებელია და დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს, იმისთვის რომ ადგილობრივი თემი რეგიონებშიც ჩაერთოს.“ -აღნიშნა სუხიშვილმა.

 მეწყერსაშიშ ზონებსა და არსებულ საფრთხებზე,- საქართველოს მწვანეთა მოძრაობის /დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძეც საუბრობს.

მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენში ნერგეეთის ზონა,  2022 წლიდან საფრთხის შემცველ ლოკაციად იყო აღნიშნული.

„კლიმატის ცვლილება გვაქვს სახეზე მთელ დედამიწაზე, მათშორის საქართველოშიც.                     ამ სიტუაციაში, როცა ბიულეტენში აღწერილი იყო ეს ადგილი, როგორც საფრთხის ზონა, ქმედებები უნდა ყოფილიყო პარალელური. როცა ტრაგედია დატრიალდება, არც მაშინ იციან უწყებებმა კოორდინირება როგორ უნდა მოახდინონ ერთმანეთში, სისტემა დასახვეწია.

ჩხობაძის თქმით, შესაბამისმა უწყებებმა ბიულეტები სწორად არ შეაფასეს, სწორედ ამ მიზეზით, მოსახლეობაც ინფორმირებული არ იყო. 

 „არ მოხდა ამ ბიულეტინის დროული წაკითხვა კადრის არ არსებობის გამო, 20 კაციც რომ მუშაობდეს ცენტრში არ არის საკმარისი. აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი.

როცა სააგენტო ინფორმაციას გადმოსცემს,  შემდეგ უნდა ჩაიშალოს, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის კარგად წაკითხვა, საფრთხის დანახვა. ადგილზე უნდა მისულიყვნენ, ენახათ მდგომარეობა, მოსახლეობა გაეფრთხილებინათ და შემდეგი ღონისძიებები მეთოდურად დაეგეგმათ. ამ დროს ძალიან მკაცრი ინსტრუქციებით უნდა იმუშაოს თითეულმა ადამიანმა.“ –  განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

სპეციალისტები გამუდმებით მიუთითებენ, რომ პრობლემა სისტემურია. გამოსავლი კი, მათივე თქმით შესაბამისი რეფორმების გატარებაა. იქამდე კი, სანამ ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს ცხოვრება ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე მოგვიწევს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img