პრეზიდენტი NGO-ებს ხვდება

Published:

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივი სპექტრის დაინტერესებულ წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება და ქარტიის “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” ჩამოყალიბებაა.

ორბელიანების სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს “მოქალაქეების” წევრებმა – ალეკო ელისაშვილმა და ქეთევან თურაზაშვილმა. 

“რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ოპოზიციონერებმა, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა და რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, მაგალითად იმისთვის, რომ არჩევნებზე არ ვუყურებდეთ იმას, რასაც სულ ვხედავთ, ცემა-ტყეპა, თავპირის მტვრევა, ქვების სროლა. საერთოდ არ გვილაპარაკია ვინ ვისთან დაჯდება, ვინ ვისთან არ დაჯდება, ამაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი”, – თქვა ელისაშვილმა.

პრეზიდენტს ამ დროისთვის “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარიე – ნინო ჩხობაძე და “ლიბერალური აკადემია – თბილისის” დირექტორი ლაშა ტუღუში ხვდებიან

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img