სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის მომსახურების ოფისში დროებით შეჩერებულია სერვისის მიწოდების პროცესი, – ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.
„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინტერნეტმიმწოდებელ კომპანიას შეექმნა ტექნიკური პრობლემა, რის შედეგადაც სააგენტოს ბათუმის მომსახურების ოფისის თანამშრომლებს შეეზღუდათ გლობალურ რესურსებთან წვდომა, შესაბამისად, ბათუმის მომსახურების ოფისში დროებით შეჩერებულია სერვისის მიწოდების პროცესი.
მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.