თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სასამართლომ კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. მის მიმართ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება კი შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ კაკაბაძე ერთ-ერთი იყო იმ 20 ადამიანს შორის, ვინც 23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების გაპროტესტებისას დააკავეს. თუმცა, მწერალი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.