გასულ წელს საქართველოდან 2.8 მილიონი გასვლა დაფიქსირდა (ტურიზმის სტატისტიკა)

Published:

2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 31.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7 პროცენტით
მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2022-2023 წლებში საქართველოს რეზიდენტი
მოგზაურების გასვლებისა და საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული
ვიზიტების რაოდენობას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img