რუსთავის ბაზარში სროლას 4 პირი ემსხვერპლა

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების თქმით, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე  1988 წელს დაბადებულმა პირმა რამდენჯერმე ისროლა. მოკლულია 4 ადამიანი, მათ შორის, ბრალდებულის ბიძა, რომელიც ბაზარში იყო დასაქმებული. დაჭრილია ბარლდებულის ბიძაშვილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.

სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.

დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებულები, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ,” – ნათქვამია განცხადებაში. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img