გიორგი ვაშაძე-მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის” არაფორმალური ლიდერი

Published:

„მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი“, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ [ნაციონალური მოძრაობისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანების] წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ამით, ვაშაძე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის თქმითაც, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის სათავეში ჩადგომას აპირებს.„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მივესალმები ამ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. ამას, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უარყოფს. თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერიც არის მიხეილ სააკაშვილი. მე ვფიქრობ ამით, მან ძალიან კონკრეტული განცხადება გააკეთა, რომ „ვისაც გინდათ, ერთად ვიბრძოლოთ, აგერ, აქავარ და არა სადმე სხვაგან“ – მორჩა და დამთავრდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img