რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში სროლის დროს დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კლინიკა „რუსთავში“ მას ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ფასდება, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით ჰქონდა მიყენებული.
პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. მას მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნებოდა გულ-მკერდზე, სახეზე, მუცლის არეში, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად გუშინ 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი 1988 წელს დაბადებული გ.ო. სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.