რესპუბლიკურის შენობის ფასადის დემონტაჟი აქტიურად გრძელდება

Published:

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო.

უწყების თქმით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ამბობს, რომ შენობის ფასადის დემონტაჟი აქტიურად გრძელდება და კვლავ ამტკიცებს, რომ სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ის გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

• ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.

• თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.

• სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.

• სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ექიმების ნაწილი რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img