ბაღდათში, სოფელ ნერგეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახი, დღეს დაკრძალეს.
ერთი ოჯახის ოთხი წევრი, 14 წლის ტყუპები, ანი და ქეთი, 16 წლის დათო და მათი მამა, გია რობაქიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.
7 თებერვალს, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ბაღდათის სოფლებში მეწყრის ჩამოწოლის საფრთხეზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა.