პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

Published:

პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, 35, 36 და 43 წლის პირებს ბრალი უკვე წარედგინათ.

დაკავებულები მანქანების საბურავებს განზრახ აზიანებდნენ და ავტომობილებიდან ძვირფასი ნივთები მიჰქონდათ.

დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალი პოლონეთის კანონმდებლობით 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პროკურატურის მოთხოვნით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img