გიორგი ორველაშვილს და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

Published:

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი ორველაშვილს და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ – სასამართლომ გადაწყვეტილება ამ წუთებში მიიღო.

მოკლულია 4 პირი, მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა შსს რუსთავის ბაზარში სროლაზე 4 მოკლული და 1 დაჭრილი | რუსთავში მომხდარი დანაშაულის ქრონოლოგიაშეგახსენებთ, რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი, ბრალდებულის ძმა 10 თებერვალს დააკავა.

შსს-ს მიხედვით, 9 თებერვალს ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად 5 პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 4 პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ძმები 9 თებერვალს დააკავეს. მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის  მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img