ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

Published:

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შუა ხნის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევა, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები იმყოფებოდნენ.

კიდევ ერთი ავარია, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული კლინიკა BMS-ში არის მოთავსებული, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img