გურამ მაჭარაშვილი – 9 რეკომენდაციას იგივე ბედი ელის, რაც 12-ს

Published:

9 რეკომენდაციას იგივე ბედი ელის, რაც 12 რეკომენდაციას, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ისევე იმუშავებს 9 რეკომენდაციაზე, როგორც 12 – ზე იმუშავა. მისივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიისგან ცალკე გეგმის წარდგენა “უმეცრებაა”.

“ამ 9 რეკომენდაციას იგივე ბედი ელის, რაც 12 რეკომენდაციას. ჩვენ ვმუშაობდით მაშინაც, ახლაც ვიმუშავებთ. ევროპელებმა დაინახეს მაშინაც ჩვენი მუშაობა და ოპოზიციის სიზარმაცე და საბოტაჟი და ახლაც ხედავენ მათ სიზარმაცეს და საბოტაჟს. მინიმუმ პოლიტიკური უმეცრებაა ის, რომ ბრიუსელის მიერ დადგენილი რეკომენდაციები, რომელიც უნდა განვიხილოთ და მათთან ერთად შევასრულოთ, არ მოსწონს თურმე ზოგიერთ ოპოზიციონერს და თავის გეგმა გააჩნია. გეგმა დაწერა ბრიუსელმა, ევროკავშირმა და ეს უნდა შესრულდეს. ოპოზიციის გეგმები არავის აინტერესებს. ევროკავშირში საქართველოს მიღება- არმიღების საკითხს წყვეტს ევროკავშირი და არა რომელიმე ოპოზიციური გაერთიანება. ასეთ უმეცრებას როცა ავლენ, თან წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გასაგებია უკვე, რა შედეგებიც იქნება არჩევნებში,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img