განახლებული მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს. სხდომას პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე პირველად უხელმძღვანელებს.
სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, 11:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.
ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.