სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს, მიულოცა

Published:

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წერილი 9 თებერვალს გაიგზავნა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი სახელისუფლებო პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img