დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია

Published:

დასახლებული პუნქტების 20% სტიქიურად მაღალი რისკის ზონაშია – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელშიც 2022 წლის პერიოდის შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზებზეა საუბარი.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დასახლებების 24 % საშუალო რისკის ზონაშია, 19% დაბალი რისკის, ხოლო 37% ძლიერ დაბალი რისკის ზონაში.

გარდა ამისა, ბიულეტენში აღწერილია 2010- 2022 წლებში მომხდარი მეწყრული პროცესების რაოდენობა. დიაგრამის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაფიქსირდა 1120 მეწყრული პროცესი, ეს მაშინ როდესაც, 2010 წელს 250 იყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img