ივანიშვილის, მისი ნათესავების, დეიდაშვილების მთავარი ამოცანაა თავად გამდიდრდნენ და ქართველი ხალხი გაღარიბდეს. მამაცაშვილთან დაახლოებული პირის დანიშვნაც ამას ემსახურება, ამიტომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება არა საქართველოს მოქალაქის, არამედ ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის და ასეთი ადამიანების გამდიდრებისკენაა მიმართული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„მაგიდის გარშემო ადგილების ცვლილება ქართველი ხალხისთვის კეთილდღეობას არ გამოიწვევს“ – ამბობს ხაბეიშვილი.
„ივანიშვილის, მისი ნათესავების, დეიდაშვილების მთავარი ამოცანაა თავად გამდიდრდნენ და ქართველი ხალხი გაღარიბდეს. მათ არ აინტერესებთ, რომ ქართველ ხალხს არ აქვს შემოსავალი, მაღალი ანაზღაურება, სამუშაო ადგილები და რომ ემიგრაციაში გარბიან. შესაბამისად, ივანიშვილის ამოცანაა მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი გამდიდრდეს, შემდეგ მამაცაშვილის ხელდასმით კონკრეტული სამსახურის უფროსი იყოს, რომელიც თითქოს, უჩა მამაცაშვილს გააკონტროლებს. კარგად გვესმის, რომ მაგიდის გარშემო ადგილების ცვლილება არ გამოიწვევს ქართველი ხალხისთვის კეთილდღეობას, დამატებით სამუშაო ადგილებს, ან მაღალანაზღაურებად სამსახურს, ამიტომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება მიმართულია არა საქართველოს მოქალაქის, არამედ, ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის და ასეთი ადამიანების გამდიდრებისკენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.