საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო 50%-მდე გაიზარდა

Published:

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $1 339.8 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9%–ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 10.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img