პრეზიდენტის კიდევ ერთი უნებართვო ვიზიტი ევროპაში. სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. მან ოფიციალური მიწვევა მიუნხენიდან მიიღო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღებაზე წერილი არ შესულა.
პარალელურად ცნობილი ხდება რომ საქართველოს უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. ახალი პრემიერი კი მიუნხენში არ ჩავა.
სპიკერების სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებ-გვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.