ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა. ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩიქოვანი ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა.
მომხდარის დეტალები ზუსტდება.
ცნობისთვის, აღნიშნული ავტომობილი არჩილ ჩიქოვანმა “სანდასუფთავების სამსახურის” ბიუჯეტით იყიდა, რასაც თავის დროზე კრიტიკა მოჰყვა.