ბალიაშვილი – ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი

Published:

„ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი, ამისთვის კი აუცილებელია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება” – ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს დეპუტატმა ანო ბალიაშვილმა განაცხადა, რითაც მოსკოვის მიერ ცხინვალსთვის გაცემულ ახალი დირექტივას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ივანიშვილის პარტია, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს იმისთვის რომ საქართველო გადაიყვანოს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტზე. 

გორის საკრებულოს დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ინტერესში არ შედის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. 

 „ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაცია მოხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველო გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი.

ამისათვის კი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ივანიშვილის პარტია, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს იმისთვის რომ საქართველო გადაიყვანოს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტზე, მათ ინტერესში არ შედის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად მოხდეს ცვლილებები, რომ ხალხს ჰქონდეს უკეთესი უკეთესი ანაზღაურება, ღირსეული შემოსავალი და ის დემოკრატიული გარემო რომელსაც ვიმსახურებთ.“ – განაცხადა  ანო ბალიაშვილმა.

ცნობისთვის, მოსკოვმა ცხინვალს ახალი დირექტივა მისცა. კრემლი საოკუპაციო რეჟიმისგან ნაკლებ სკანდალებს ითხოვს. დირექტივის მიხედვით, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას დაევალა, ე.წ. საარჩევნო კამპანია იმგვარად ჩაატაროს, რომ ქართულ ოპოზიციას კრიტიკის მიზეზი არ დაუტოვონ. 

გამოცემა “ეხო კავკაზის” ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი წინასაარჩევნო დებატებში ე.წ. საზღვრის საკითხის გადახედვისა და რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის საკითხს არ გააჟღერებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img