გერმანიის ეკონომიკამ იაპონიას გადაასწრო

Published:

ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ იაპონიას გადაუსწრო მშპ–ს ზომით მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა. ამის შესახებ 15 თებერვალს სააგენტო Reuters იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, იაპონიის მშპ–მ 2023–ში $4,2 ტრლნ შეადგინა, წლიურად 1,9%–იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, გერმანიის მშპ–ის მოცულობამ 2023 წელს $4,5 ტრლნ–ს მიაღწია.

ამომავალი მზის ქვეყნის ეკონომიკას განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა ეროვნული ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ. საბანკო ჯგუფის Credit Agricole მთავარი ეკონომისტის ტაკუძი აიდას თქმით, იაპონიაში არსებობს რისკი, რომ 2024–ის პირველ კვარტალში იაპონიის ეკონომიკა კიდევ შემცირდება გლობალური ზრდის შენელების, დაბალი შიდა მოთხოვნის და ქვეყნის დასავლეთით წლის დასაწყისში მომხდარი მიწისძვრის გამო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img