მარინა ხატიაშვილის ოჯახის დასახმარებლად, საზოგადოება ისევ ერთიანდება

Published:

საზოგადოება მარინა ხატიაშვილის ოჯახის დასახმარებლად ისევ ერთიანდება.

17 თებერვალს, “მერიოტ თბილისში” დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონში, რომელიც მარინა ხატიაშვილის დასახმარებლად ტარდება, ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

სფერო ჰოლდინგი, იპოთეკით “მევახშეებისგან” დაზარელებულთა გაერთიანებასთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

კეკელიძის 1 ნომერიდან გამოსახლებული მარინა ხატიაშვილის დასახმარებლად ღონისძიება 13 თებერვალსაც გაიმართა.

1984-ის სივრცეში საქველმოქმედო კონცერტზე შესული თანხა ოჯახს, სრულად გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე,საკუთარი სახლიდან ხატიაშვილების ოჯახი, ძალის გამოყენებით გამოასახლეს. სიტყვიერი შეუაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება – აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებზეც იძალადეს.

გამოსახლების პროცესის პარალელურად პოლიციამ, 20-მდე პირი დააკავა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img