შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია საზოგადოება ხაზარაძის წარსულს ყურადღება მიაქციოს

Published:

მამუკა ხაზარაძე არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელობიდან მილიონერი გახდა – როგორც ჩანს, მასში ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი ძალიან სჭარბობს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოება  მამუკა ხაზარაძის წარსულს ყურადღება მიაქციოს.

„ლელოს“ სხვადასხვა სახის კამპანიებით ცდილობს თავი შეინარჩუნოს მედიის დღის წესრიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით, ადამიანებს არ აინტერესებთ მათი ყოფნა/არ ყოფნის საკითხი. ჩვენ ვსაუბრობთ ორპროცენტიან პარტიაზე. ერთადერთი რასაც „ლელომ“ მიაღწია, არის ის, რომ 2020 წელს აიღო 3%, 2021 წელს 2%, ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში ამომრჩევლები დაკარგეს. ასე რომ, 2%-იანი პარტია ზოგადად რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ამ კომედიის ჟანრში არიან დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში ირევიან და ხან საკუთარ პოლიტიკურ გზავნილებში. ჩვენ ვნახეთ, რომ  მამუკა ხაზარაძეს წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია ბიძინა ივანიშვილის   მიმართ პერსონალურად. მათ შორის ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ხაზარაძე. სულ ახლახან იყო ბანერი, ვიზუალურადაც კი მუქარის შემცვლელი. პირდაპირ იკვეთება ამ ბანერზე მუქარა. მამუკა ხაზარაძის  პიროვნების საკითხი გასაგებია, ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელობიდან მილიონერი გახდა. როგორც ჩანს, მასში ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი ძალიან სჭარბობს, სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამას მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა .

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img